Post

Samsung J3 (SM-J330L) დარუთვა

Samsung J3 (SM-J330L) დარუთვა

⚠️გაფრთხილება⚠️

არ დარუთოთ ტელეფონი თუ არ იცით რას აკეთებთ. ამან შეიძლება დააზიანოს ან საერთოდ გაანადგუროს/გააფუჭოს თქვენი სმარტფონი.

დასაწყისი

მოკლედ, ხელში ჩამივარდა, Samsung J3 (SM-J330L) და მისი დარუთვა გადავწყვიტე.

რა არის ტელეფონის დარუთვა? ზოგადად რუთი (root) ?

Root-ის სისტემაზე ქონა ნიშნავს სისტემაზე სრული წვდომის მოპოვებას. ნაგულისხმევად, ანდროიდი ასეთი მეთოდით მუშაობს: არის კერნელი და არის თითოეული აპლიკაციისათვის გამოყოფილი სივრცე, სადაც შეიძლება, რომ ეს აპლიკაციები ჩაიტვირთონ და გაეშვან. პრობლემა ისაა, რომ როდესაც აპლიკაციიდან რაღაც ისეთის გაკეთებას ვცდილობ, რომელიც მაღალ პრივილეგიებს მოითხოვს, არ გამომდის, რადგან ნაგულისხმევად ტელეფონები ამის საშუალებას არ იძლევიან. კერნელი ბლოკავს ყველა ასეთ მოთხოვნას Kernel API-ზე.

ამის გამო, მომიწია ტელეფონის დარუთვა.

რატომ გადავწყვიტე დარუთვა?

პირველ რიგში იმიტომ, რომ Termux-ის გამოყენებას დიდად აზრი არ აქვს Root-ის გარეშე. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ Termux მხოლოდ პენტესტინგისა და Red Teaming-სთვის გამოიყენება, მაგრამ მე უმეტეს დროს სწორედ ამ საქმეს ვუთმობ. ლეპტოპი კი როგორი კომპაქტურიც არ უნდა მქონდეს(Lenovo Thinkpad E14 Gen5), ტელეფონთან ახლოსაც ვერ მივა როდესაც საქმე კომპაქტურობას ეხება. 16GB შიდა მეხსიერება აქვს ტელეფონს, მაგრამ მაგის მოგვარება SD Card-ით შეიძლება, რომელიც 1 TB-იც კი შეიძლება იყოს.

Root მჭირდება Wireless შეტევებისათვის, როგორიცაა Bluetooth და Wi-Fi შეტევები. თუ გარე ადაპტერი ვიშოვე, RFID შეტევებიც შესაძლებელი იქნება.

რა მჭირდება?

მჭირდება სულ ორი რამ.

  1. TWRP
  2. Magisk.zip

მოკლედ, TWRP არის აღდგენის(Recovery) ხელსაწყო, რომლიდანაც აიტვირთება Magisk.zip, სადაც დევს Magisk image.

TWRP

თავდაპირველად, კომპიუტერში დავაყენე Odin, მივაერთე ტელეფონი, TWRP.tar დავაყენე AP სექციაში ოფციად, ბოლოს კი ტელეფონში ავტვირთე.

ტელეფონში TWRP ასე იტვირთება: საჭიროა ტელეფონში დეველოპერის ოფციების გახსნა და OEM Unlock სექციის ჩართვა. ამის შემდეგ, უნდა გამოირთოს ტელეფონი და ამ კონკრეტული მოდელის შემთხვევაში ჩართვისათვის უნდა დავაჭირო Power + Home + Volume Down ღილაკებს. ამის შემდეგ, ტელეფონი გადადის Download mode-ში, რის შემდეგაც უნდა გაკეთდეს ზემოთ მოცემული ქმედებები, Odin-დან.

Magisk

როდესაც TWRP-ს ჩაწერას მოვრჩი, ტელეფონი გამოვრთე და იგივენაირად ჩავრთე, მაგრამ ახლა Volume Down ღილაკი Volume Up-ით ჩავანაცვლე და გადავედი TWRP პანელში. აქ თავდაპირველად Backup-ის შექმნაა საჭირო. მოვნიშნე System და EFS backup-სთვის და დავიწყე მათი შენახვა. ამის შემდეგ, TWRP-ში ჩავრთე adb sideloading და Windows-დან გავუშვი ეს ბრძანება:

1
adb sideload "C:\\Magisk.zip"

ამ ბრძანების შემდეგ, ტელეფონმა Magisk.zip დაწერა სისტემაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული სისტემა ჩანაცვლდა მოდიფიცირებული, Magisk-ის სისტემით.

ტელეფონი გამოირთო და თავიდან ჩავრთე. 10-15 წუთი დასჭირდა ბოლომდე ჩართვას და Factory Reset გააკეთა, რის გამოც ყველანაირი ინფორმაცია წაიშალა ტელეფონიდან.

ტელეფონში სხვა ნაგულისხმევი აპლიკაციების გვერდით, გამოჩნდა Magisk აპლიკაცია, რომელიც Root მენეჯერია. სწორედ აქედან ხდება მისი მენეჯმენტი და იმ აპლიკაციებზე წვდომის მიცემა, რომელთა გამოყენებაც Root-ის სახელით მსურს. დანარჩენი აპლიკაციები სტანდარტულად, თავიანთ “კოლბაში” გაეშვებიან.

დარუთვის შემდეგ…

გადმოვწერე Termux და გავუშვი შემდეგი ბრძანებები:

1
2
3
4
5
pkg update && pkg upgrade
pkg install tsu
pkg install root-repo
pkg update && pkg upgrade
tsu

ბოლო ბრძანების გაშვების შემდეგ, პრომპტი შეიცვალა და გავხდი root მომხმარებელი. ახლა ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია ტელეფონზე.

This post is licensed under CC BY 4.0 by the author.